logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

9 აპრილი. 2021. 23:18

 

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 203 ადამიანს, მათგან 24-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მათივე  ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 89 ინფიცირებული პაციენტი, 10 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

 

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 669 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 217 და გამოჯანმრთელდა 13 163 პაციენტი.

 

 

big_banner
არქივი