logo_geo
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაზე, გლოვის ნიშნად, სახელმწიფო დროშა დაეშვა
- +

10 აპრილი. 2021. 00:27

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაზე, გლოვის ნიშნად, საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.

 

 

big_banner
არქივი