logo_geo
ზუგდიდის თეატრი 153 წლისაა
- +

11 აპრილი. 2021. 23:49

 

 

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 153 წელი შეუსრულდა. ისტორიულ საიუბილეო თარიღი თეატრის დასმა ყოფილი კულტურის სახლის შენობაში, სპექტაკლის პრემიერით აღნიშნა. სპექტაკლის რეჟისორმა ლაშა შეროზიამ „ნოველები ცხოვრებიდან ანუ დიგი-დიგი ბუმ-ბუმ პუცი-პუცი“, ჰანოჰ ლევინის ნოველების მიხედვით დადგა.

 

13 მცირე ნოველა ერთ ტრაგიკომედიაში ერთიანდება. იმედგაცრუებული, მშიერი, შეშინებული, უიმედო , ფსევდო სამყაროში მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურობიდან. მათი ყოფა სავსეა აბსურდულობით, სევდით, ტრაგიზმით, მენტალური და ფიზიკური პრობლემებით, არარეალიზებული სურვილებით და პიროვნების გაუცხოებით საკუთარ თავთან.

 

„აქ, რასაც ნახავთ ყველაფერს აქვს აზრი. აქ, რასაც ნახავთ არაფერს აქვს აზრი. ამ ნოველებში ნახავთ იმას, რაც არ შეიძლება რომ მოხდეს, მაგრამ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხდება".

 

როგორც რეჟისორი ამბობს, შავი კომედია არის ფარი, რომელიც ამ პრობლემებს აღიარებს , უპირისპირდება და ცდილობს გადაარჩინოს ადამიანი საკუთარი თავისგან და სხვებისგან . არსაიდან მოსული პერსონაჟები ეძებენ ბედნიერებას . ეძებენ იქ, სადაც ის არ არის და ეძებენ იქ , სადაც შეიძლება რომ იყოს.

 

153 წლის წინ, 1868 წლის 11 აპრილს თეატრის სცენაზე პირველი სპექტაკლი, მოლიერის „ძალად ექიმი“ ანტონ ფურცელაძემ დადგა. ახლა თეატრი მშენებარე პროცესშია. შენდება ორი დარბაზი - დიდი დარბაზი 570 მაყურებელზე, ხოლო მცირე დარბაზი 140 მაყურებელზეა გათვლილი.

 

თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი