logo_geo
სეისმური მონიტორინგის ცენტრი: თბილისთან 2 პატარა მიწისძვრა მიყოლებით მოხდა
- +

12 აპრილი. 2021. 20:51

 

 

 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტინგის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი.

შესაბამისად დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი.

მათივე ინფორმაციით, მოხდა 2 პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში.

თუმცა, მომხდარი მიწისძვრები თავისი სიძლიერით ძალიან პატარები იყო, ასეთი კლასის მიწისძვრები კი მათ ვებგვერდზე არ ქვეყნდება.

 

big_banner
არქივი