logo_geo
ტყიბულში, ქელეხში, 10-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა
- +

13 აპრილი. 2021. 18:15

 

 

დღე-ღამეში, იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 97 შემთხვევა დაფიქსირდა. დღევანდელი სტატისტიკა, ბოლო თვეების განმავლობაში, რეგიონისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. იმერეთის გუბერნატორის განცხადებით, გამოვლენილია ჯგუფური ინფიცირების შემთხვევები. ერთ-ერთ ქელეხში ვირუსით 13 ადამიანი დაინფიცირდა.

 

„ეს მაჩვენებელი ნამდვილად საგანგაშოა. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოგვიჩნდა კლასტერები. ეს კლასტერები დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებასთან, ქელეხთან. საუბარი მაქვს ტყიბულზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, მაქსიმალურად დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს. ჩვენ ვერ შევალთ ყველა ოჯახში და იქ ვერ გავაკონტროლებთ სიტუაციას,“ - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 პაციენტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი