logo_geo
ვარლამ გოლეთიანი: ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს
- +

14 აპრილი. 2021. 10:33

 

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზის რკინის ბარიერებით გადაკეტვა მათ გეგმებს ვერ შეცვლის.

 

„ჩვენს გეგმებში ეს არაფერს არ ცვლის, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს ხეობაში და ვიქნებით აქ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. დამერწმუნეთ, რომ ამ ფორმატში კომპანია „ენკა“  ნამახვანის კასკადს ვერ ააშენებს რიონის ხეობაში, ანუ თვითონ ეს პროცესი გამორიცხავს, რომ მშენებლობის პროცესი გაგრძელდეს. ახლა უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოების თანადგომა, რომ ვიყოთ რაც შეიძლება მეტი და მშვიდობიანად გავაგრძელოთ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდით“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

 

 

big_banner
არქივი