logo_geo
ლალი ტურძელაძე: კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, წნევას მედიკამენტებით „ვიჭერთ“
- +

14 აპრილი. 2021. 13:10

 

„მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია“, – ამის შესახებ სააგენტო „კვირას“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, პაციენტისთვის წნევის გაკონტროლება მედიკამენტების საშუალებით ხდება.

 

„კახი კავსაძე ამ დროისთვის აპარატზე არ არის, თუმცა, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ფაქტობრივად, უმძიმესია. წნევას მედიკამენტების საშუალებით „ვიჭერთ“. უფრო მეტ დეტალზე პაციენტის მდგომარეობის შესახებ ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა ტურძელაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ კახი კავსაძეს ნოემბერში კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს.

 

მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კახი კავსაძე კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ბოლო თვენახევარია მკურნალობს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი