logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ გვჭირდება ყოველდღიურად 6 000 ადამიანის აცრა
- +

15 აპრილი. 2021. 00:14

 

 

„„სინოფარმის“ ეფექტურობა ცოტათი ნაკლებია, ვიდრე „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკასი“, მაგრამ ამბობენ, რომ ის უფრო უსაფრთხოა’, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

 

„დღეს 1 500 ადამიანი იცრება ყოველდღე. ეს მეტია, ვიდრე იყო მარტში, მაგრამ ოთხჯერ ნაკლებია იმაზე, რაც ჩვენ გვჭირდება წლის ბოლომდე საყოველთაო ვაქცინაციისთვის. ჩვენ გვჭირდება 6 000 ადამიანის აცრა ყოველდღიურად. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობაზე.

 

„სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა დასაწყობებულია და ველოდებით ჯანმოს. „სინოფარმს“ აქვს დაახლოებით 79-პროცენტიანი ეფექტურობა. ეს ცოტათი ნაკლებია, ვიდრე „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკასი“, მაგრამ საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ ღირდეს მისი მასობრივი გაკეთება. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ხუთი აცრილიდან ოთხს დაიცავს და ეს არ არის ცოტა. დაახლოებით ასეა გრიპის ვაქცინის დროსაც. როგორც ამბობენ, ის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, რამდენადაც ის ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული.

 

რაც შეეხება იმას, თუ მან დროულად ვერ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, ღირს თუ არა მისი გამოყენება, ეს რთული კითხვაა და ნება მომეცით, ჩემს თავზე არ ავიღო მასზე პასუხი.

ზოგი ქვეყანა იყენებს, იგივე უნგრეთი, რომელსაც რთული მარეგულირებელი ჰყავს. ის არ დაელოდა ჯანმოს. მე პირადად მაინც ვემხრობი, რომ „სინოფარმი“ გამოყენებულ იქნას საერთაშორისო აღიარების შემდეგ, რათა ადამიანების არაკეთილისმსურველ ნაწილს არ მიეცეს იმის თქმის საშუალება, რომ სახელმწიფომ გამოიყენა არასაერთაშოროსო და არაავტორიზებული ვაქცინა.

მგონია, რომ ჩვენ დაველოდებით ავტორიზაციას და შემდეგ გავუშვებთ ხმარებაში, თუმცა ბევრი ქვეყანა თვლის, რომ რა დროს არჩევანია, როცა მსოფლიოში ვაქცინების დეფიციტია. ისინი არ ელოდებიან საერთაშორისო აღიარებას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

big_banner
არქივი