logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა
- +

15 აპრილი. 2021. 11:07

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 908 -ს შეადგენს.

 

დღეს „კოვიდ-19“  1030 ადამიანს დაუდასტურდა, 706 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 14 აპრილს, საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.

big_banner
არქივი