logo_geo
უბედურ შემთხვევას თბილისში 2 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა
- +

17 აპრილი. 2021. 10:27

 

 

თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზ, მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია „ინფო რუსთავმა" გაავრცელა.

 

ახლობლების ინფორმაციით, ბავშვს მოუხარშავი ლობიოს მარცვალი გადასცდა.

 

მათივე თქმით, 2 წლამდე გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

„წაიყვანეს კლინიკაში და გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ გული გაუჩერდა. ფილტვში იყო უკვე გადასული ლობიოს მარცვალი", - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

 

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი სამეგრელოდანაა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ისინი თბილისში ცხოვრობდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი