logo_geo
თამარ გაბუნია: 30 აპრილს „ასტრაზენეკას“ 46 ათასი დოზა შემოვა, რათა მაისის შუა რიცხვებში მეორე დოზით ვაქცინაცია დაიწყოს
- +

21 აპრილი. 2021. 16:45

 

 

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 30 აპრილს „ასტრაზენეკას“ 46 ათასი დოზა შემოვა, რათა მაისის შუა რიცხვებში მეორე დოზით ვაქცინაცია დაიწყოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია „იუნისეფიდან“, 30 აპრილს „ასტრაზენეკას“ 46 ათასი დოზა ჩამოვა ქვეყანაში იმისთვის, რომ მეორე დოზებით ვაქცინაცია დაიწყოს მაისის შუა რიცხვებში და ასევე, გაგრძელდეს აცრები იმ პირებისთვის, ვისაც ასაკით ეკუთვნით „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი. ასევე, „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია გაიხსნება 27 აპრილიდან. ამ კვირაში დასრულდება კონსულტაციები „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ 4 მაისიდან აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაცია „სინოფარმით“ და „ასტრაზენეკათი“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

big_banner
არქივი