logo_geo
ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

21 აპრილი. 2021. 17:51

 

 

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში აღმასრულებელ დონეზე ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროსა და ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

 

ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი შეხვედრა საქართველოს მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მსგავსი სახის პროგრამები ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მტკიცე თანამშრომლობას.

 

 

big_banner
არქივი