logo_geo
ბებიის მკვლელობის მცდელობისთვის თბილისში 14 წლის გოგო დააკავეს
- +

21 აპრილი. 2021. 20:56

 

 

თბილისში, მუხიანის დასახლებაში, 14 წლის გოგო საკუთარი ბებიის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

მოზარდმა ბებიას დაზიანებებები ბლაგვი საგნით მიაყენა. დაშავებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

დანაშაულის მოტივი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა ოჯახში მომხდარი კონფლიქტი.

 

დაზარალებულის თქმით,  მოზარდის აგრესიული ქცევა მისი დედის ალკოჰოლდამოკიდებულებით არის გამოწვეული.

მომხდარზე სასამართლომ დახურულ სხდომაზე იმსჯელა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი