logo_geo
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოქალაქეებს აფრთხილებს!
- +

27 ნოემბერი. 2016. 02:02



„შეამოწმე შენი მონაცემები" - ინტერნეტ სივრცეში ახალი ვებგვერდი გამოჩნდა, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს შეამოწმონ, დავირუსებულია თუ არა მათი ანგარიში.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მოქალაქეებს აფრთხილებს, არ შეასრულონ ამ საიტის ინსტრუქციები, რადგან მისი მიზანი, დიდი ალბათობით, თქვენი საბანკო მონაცემების შეგროვება და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაა, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიმართვაშია ნათქვამი.


ვებგვერდი ცდილობს, დაგარწმუნოთ, რომ მათ ბაზაში მილიონზე მეტი დავირუსებული ანგარიშია და მათ შორის შეიძლება, თქვენიც იყოს. ამის შესამოწმებლად კი თქვენგან ითხოვს სახელის და გვარის, საბანკო ბარათის ნომრის, მისი მოქმედების ვადის და CVC კოდის შეყვანას. ამ მონაცემების გამოყენებით თაღლითებმა შესაძლოა სხვადასხვა სახის ზიანი მოგაყენონ, მაგალითისთვის, თქვენს ნაცვლად იყიდონ ნივთები ონლაინ მაღაზიებში.

 

მსგავსი სახელწოდების გვერდი ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე თვის წინაც გამოჩნდა და მალევე დაიბლოკა შესაბამისი რეაგირების შედეგად. თუმცა როგორც ჩანს ინტერნეტ-თაღლითები ისევ ცდილობენ მოქალაქეების პერსონალური მონაცემების მოპოვებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, არ ენდოთ ამ და მსგავს ვებგვერდებს და არ ჩააგდოთ საფრთხეში თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება",- წერია მიმართვაში.


 

 

 

big_banner
არქივი