logo_geo
ცხინვალი სამგზავრო ავიალაინერებს ჩამოგდებით ემუქრება
- +

7 მაისი. 2021. 12:15

 

 

„ყველა სამგზავრო ავიალაინერი, რომელიც ჩვენი ტერიტორიის თავზე დაფრინავს, აქ რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების ნებართვით უნდა გადაადგილდებოდეს“, - ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა „ფეისბუქში“ წერს.

 

„გასაგებია, რომ ავიაკომპანიათა უმრავლესობა იმ ქვეყნებს წარმოადგენს, რომლებსაც მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთი დე იურე საქართველოს ტერიტორიაა და შესაბამისად ცხინვალთან თავისი ქმედებების შეთანხმებას არ აპირებენ. მაგრამ მათი თვითმფრინავები ხომ ჩვენს თავზე დე ფაქტო დაფრინავენ. ამიტომ ეს საკითხი ან ოფიციალურად უნდა მოაგვარონ, ან მარშრუტები შეცვალონ ისე, რომ ის სამხრეთ ოსეთზე არ გადიოდეს. მეორე ვარიანტი უკეთესია და აი, რატომ.

 

ყველას გვახსოვს მალაიზიური „ბოინგის“ ამბავი, რომელიც დონეცკის რესპუბლიკის თავზე 2014 წელს ჩამოაგდეს.

 

იმის გამო, რომ თვითმფრინავი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს, პასუხისმგებლობა ახალგაზრდა რესპუბლიკის ხელისუფლებას დაეკისრა“, - წერს ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა „ფეისბუქში“.

 

ფეისბუქ-პოსტის სახელწოდებაა „სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე. უცხოებს აქ არაფერი ესაქმებათ“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი