logo_geo
რომელი ვაქცინით აიცრა ჯანმო-ს დირექტორი
- +

13 მაისი. 2021. 10:47

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ვაქცინაციის ამსახველი ფოტო ჯანმო-ს დირექტორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რომელი ვაქცინით აიცრა.

 

აღსანიშნავია, რომ გებრეიესუსი შვეიცარიის ქალაქ ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკაში აიცრა, ვინაიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინა სწორედ ჟენევაში მდებარეობს.

 

შვეიცარიაში ამ დროისთვის მხოლოდ ორი კომპანიის ვაქცინა გამოიყენება. გასული წლის 19 დეკემბერს რეგისტრაცია „Pfizer“-მა, მიმდინარე წლის 12 იანვარს კი „Moderna“-მ გაიარა.

 

„ვაქცინა სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის გავლა. თუ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინები ხელმისაწვდომია, გთხოვთ, აიცერით, როდესაც თქვენი ჯერი დადგება“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

 

 

big_banner
არქივი