logo_geo
გიორგი ფხაკაძე: დედაჩემიც 3 წლამდე ძუძუს მაწოვებდა და ალბათ, შედეგს ხედავთ
- +

13 მაისი. 2021. 15:13

 

 

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და დედებს მიმართავს. მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვილები დედის რძით იკვებებოდნენ და არა ხელოვნური დანამატებით.

 

„საერთოდ, ხელოვნური კვება არის ძალიან ცუდი, შხამია, რაც გინდათ, ის დამიძახეთ.

 

„დანონისა“ და „ნესტლეს“ ფირმების წინააღმდეგი ვარ. ეს ორი კომპანია ყველაფერსაა აცდენილი და ყველაფერს აკეთებენ, რომ მშობლებმა და პედიატრებმა, 6 თვის შემდეგ, ბავშვს ხელოვნური კვება დააწყებინონ.

 

ამას ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც.

 

ხელოვნური კვება საშინელებაა, ეს გამოუვალ სიტუაციაშია მხოლოდ დასაშვები.

 

ინფექციების კუთხითაც, დედის რძე ძალიან კარგია და ბავშვს იცავს, ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, რა შედის დედის რძეში ასეთი, რადგან სასწაულია.

 

აგრეთვე, მინდა გითხრათ, რომ ძუძუზე გაზრდილი ბავშვები ინტელექტუალები არიან. დედაჩემიც 3 წლამდე ძუძუს მაწოვებდა და ალბათ, შედეგს ხედავთ.

 

წარმოგიდენიათ, მე რომ „პარაშოკზე“ გავზრდილიყავი, მშვიდად იქნებოდით.

 

ძუძუს კვება უმთავრესია, დედას ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ბავშვს ძუძუ აჭამოს“,- ამბობს ფხაკაძე.

 

 

big_banner
არქივი