logo_geo
მაკა რაზმაძე: ვნანობ…
- +

20 აპრილი. 2017. 23:46



„მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი წინააღმდეგი იყო, მაინც თეატრალურზე ჩავაბარე. მამაჩემი არ მელაპარაკებოდა ამის გამო რამდენიმე წელი. ჩემს არჩეულ პროფესიას არ ცნობდა. მამას უნდოდა, დიპლომატი გამოვსულვიყავი. სხვათა შორის, ვნანობ, რომ არ დავუჯერე. ახლა უკვე მგონია, სწორი იქნებოდა,  ეს რომ გამეკეთებინა."-იხსენებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე „ქართულ აზრთან" საუბრისას.

 

„კინოს და თეატრის მსახიობი ვარ პროფესიით. ლილი იოსელიანმა მიმიღო. მისაღებ გამოცდაზე უმაღლესი ქულა, ხუთიანი მივიღე ყველანაირი „ჩაწყობების" გარეშე, რადგან ქალბატონ ლილისთან ჩაწყობა შეუძლებელი იყო და მთელი ცხოვრება საამაყოდ მაქვს ეს ფაქტი. მანამდე მე-9-10 კლასებში მიშა თუმანიშვილთან ვმუშაობდი კინომსახიობთა თეატრში. 5-6 ახალგაზრდა ვიყავით უშტატოები. ვეხმარებოდით რეკვიზიტში  და სცენაზეც ვიდექით ხოლმე.  ძალიან მოგვწონდა და ალბათ, ამან განაპირობა კიდეც ჩემი არჩევანი.

 

ინსტიტუტი რომ დავამთავრე, თემურ ჩხეიძემ წამიყვანა მარჯანიშვილის თეატრში... მერე არეულობები დაიწყო და წამოვედი თეატრიდან. ჩავები ეროვნულ მოძრაობაში."


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:



http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=6946

 

 

big_banner
არქივი