logo_geo
თბილისში ფოტოხაფანგები მოიპარეს
- +

14 მაისი. 2021. 16:42

 

თბილისში ის ფოტოხაფანგები მოიპარეს, რომელიც მოქალაქეების მიერ გარემოს დანაგვიანების ამსახველ კადრებს აფიქსირებდა. ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც დამონტაჟებულ ფოტოხაფანგებს მოქალაქეები აზიანებენ ან უბრალოდ იპარავენ.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ფოტოხაფანგების ზუსტ ადგილმდებარეობებთან დაკავშირებით გასაიდუმლოებული არ არის, ვცდილობთ, წითელი ხაზით არ მივუთითოთ ლოკაციები, რადგან სამწუხაროდ, ძალიან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც დამონტაჟებულ ფოტოხაფანგებს იპარავენ.

 

ეს ხაფანგები, ძირითადად, დამონტაჟებულია ტყეებთან, გზაზე. სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ბუნებაში ყრიან ნარჩენებს“, – ამბობენ თბილისის მუნიციპალურ სამსახურში.

 

ამჟამად, ქალაქში 20-ზე მეტი ფოტოხაფანგია დამონტაჟებული, თუმცა, თბილისის მუნიციპალური სამსახური ამ რიცხვის გაზრდას და დამატებით ფოტოხაფანგების შეძენას გეგმავს.

 

„თბილისის მასშტაბით 20-ზე მეტი ფოტოხაფანგია დამონტაჟებული. 30-ზე მეტი იყო, თუმცა, ზოგი დააზიანეს, ზოგიც მოიპარეს. უახლოეს მომავალში კიდევ დაემატება დაახლოებით ამდენივე. მოხდება შესყიდვა და დამონტაჟდება“, - აცხადებენ უწყებაში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი