logo_geo
მაკა რაზმაძე: გახსენებაც არ მინდა...
- +

20 აპრილი. 2017. 23:58



„მოულოდნელად მოვხვდი ტელევიზიაში, უცებ შემაგდეს პირდაპირ ეთერში. კომუნისტური წყობა იყო ჯერ და ტელევიზიის მაშინდელმა თავმჯდომარემ არჩილ გოგელიამ   უპრეცედენტო ალტერნატიული რედაქცია გააკეთა, სადაც ეროვნული მოძრაობის ამბები და მოვლენები უნდა გაშუქებულიყო. „კვირიაკე" ერქვა გადაცემას. ზუსტად მაშინ მერაბ კოსტავასთან გავიცანი არჩილ გოგელია. მან  მომკიდა ხელი და წამიყვანა ამ გადაცემის წამყვანად. მაშინ აფხაზეთიც ჩვენი იყო და აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ყველგან ჩავდიოდით და  სიუჟეტებიც კეთდებოდა ამ გადაცემაში. ზვიად გამსახურდია სწორედ ჩემთან იყო სულ პირველად პირდაპირ ეთერში. სტუდიაში მოვიდა და შედგა მისი პირველი საეთერო ინტერვიუ. მაშინ, ჯერ,  ეროვნული მოძრაობის ლიდერი იყო და საპრეზიდენტოდ ემზადებოდა",-იხსენებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე „ქართულ აზრთან" საუბრისას.

 

„მერე დაიწყო არეულობა, სამოქალაქო თუ რაც ერქვა - ის ომი თბილისის ქუჩებში. გახსენებაც არ მინდა, იმდენი ტკივილი მოიტანა იმ ომმა და იმ დღეებმა. ტყვიაც მომხვდა მაშინ ხერხემალში,  შუა რუსთაველზე, გადაღებულიცაა ეს კადრები. თამრიკო დეკანოსიძემ გადაიღო, ერთად ვიყავით ტყვიების წვიმაში.

 

მერე აფხაზეთის ომი იყო... ამ ომშიც წინა ხაზზე  ვიყავი პირველი დღიდან. კამერა მეჭირა და ეს იყო ჩემი იარაღი, მე თვითონ ვიღებდი ყველაფერს, მერე ანძიდან თბილისში ვაგორებდი მასალას. მარტო მე არ ვიყავი ასეთ სიტუაციაში - თამრიკო დეკანოსიძე, ირინა გოგოსაშვილი, გოგა ჭყონია... ბევრი... ქართველი ჟურნალისტები წინა ხაზზე ვიდექით. შიში ხან იყო და ხან არა - კამერაში როცა იყურები, იმდენად არ გაქვს შიში. ვერ აღიქვამ, რომ შესაძლოა, შენც მოგხვდეს ტყვია - თითქოს კინოს უყურებ კამერით. რომ იღვიძებ დილით და გადიხარ - არ იცი, საღამოს დაბრუნდები  თუ არა შტაბში. ერთად ვყოფილვართ, გასულან პოზიციაზე და უკან აღარ დაბრუნებულან... გიორგი პოპიაშვილი, გულიკო გოდოლაძე, გრიშკა დოლგოპოლოვი, საშკა იოსელიანი, დათო ბოლქვაძე... დღეს აღარ არიან....  ომების პერიოდში, გმირობის მაგალითები თუკი ვინმემ აჩვენა, ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტებიც იყვნენ."


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=6946


 

big_banner
არქივი