logo_geo
მაკა რაზმაძე: მერაბ კოსტავას ერთადერთ შვილს, სახელმწიფოსგან მეტი ეკუთვნის!
- +

21 აპრილი. 2017. 01:54



ჟურნალისტი მაკა რაზმაძე,  ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ქალიშვილზე, თამთა კოსტავაზე საუბრობს


„გული მწყდება, რომ თამთა, მისი შვილი, რომელიც ჩემი მეგობარია, დღეს ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.  თამთა არ ცხოვრობს ნორმალურ პირობებში. მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც ვერ იმუშავებს, თორემ ამას არ ვიტყოდი. ამიტომაც მგონია, რომ მერაბ კოსტავას ერთადერთ შვილს, სახელმწიფოსგან მეტი ეკუთვნის, ვიდრე დღეს აქვს.

 

ერთ დეტალს გავუსვამ კიდევ ხაზს - თამთას მუზეუმზე სწყდებოდა გული... მერაბ  კოსტავას სახლი მუზეუმად, სახელმწიფო ორგანიზაციად გადაკეთდა და ამ მუზეუმში თამთას არ უშვებდნენ. დამირეკა, გულნატკენი იყო... ტიროდა. მას ქონება არ სჭირდება, მერაბისნაირია...  თამთას ყურადღება სჭირდება."


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=6946

 

big_banner
არქივი