logo_geo
რესტორნები მომხმარებლების მიღებას ღია სივრცეში შაბათ-კვირასაც შეძლებენ
- +

17 მაისი. 2021. 13:22

 

 

რესტორნები მომხმარებლების მიღებას ღია სივრცეში შაბათ-კვირასაც შეძლებენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

 

„როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირას აკრძალულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ სტუმრების მიღება და მუშაობენ მხოლოდ მიტანა-გატანის სერვისზე. აღნიშნული რეგულაციაც მსუბუქდება. კერძოდ, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეშიც მიიღონ. ცხადია, რეგულაციების სრული დაცვით“, - აღნიშნა ღიბრაძემ.

 

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 1 ივნისიდან ამ მიმართულებით შემდგომი შემსუბუქებაც არის შესაძლებელი.

 

 

big_banner
არქივი