logo_geo
გარდაბანში ავარიას 17 წლის ახალგაზრადა ემსხვერპლა
- +

17 მაისი. 2021. 16:32

 

 

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა. 

 

გამოცემა „ინფო რუსთავის“ ცნობით, სოფელ საცხენისში მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავდა 3 ახალგაზრდა კაცი, აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა.

 

ერთი პაციენტი თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, ორი ახალგაზრდა „კლინიკა რუსთავში“ მოათავსეს

 

 

big_banner
არქივი