logo_geo
მაკა რაზმაძე: არ ვიცი, მერე რა შეიცვალა ადამიანებში...
- +

21 აპრილი. 2017. 02:13



„იმ დროში, რომელშიც მე ვიზრდებოდი, არ მახსოვს, რომ ვინმეს გაველანძღე, ჩემზე ცუდი ეთქვა, ეწყენინებინა... მერე  დიდ ასაკში როდესაც ამას წავაწყდი, შოკირებული ვიყავი. დღემდე მერევა ყველა ინტრიგა, იმიტომ რომ არ მაქვს ამის იმუნიტეტი, მოსიყვარულე გარემოში ძალიან ლაღად ვიცხოვრე, არ მყავდა ირგვლივ ჩასაფრებული გაბოროტებული ადამიანები. არ  ვიცი, მერე რა შეიცვალა ადამიანებში..." - აღნიშნავს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე „ქართულ აზრთან" საუბრისას.

 

„დღეს კრიტიკა ლანძღვაში ერევათ, თითქოს  ზღვარი წაიშალა. როდესაც წლების წინ სოციალურ ქსელში დავრეგისტრირდი, პირველად შევეჯახე, რომ ვიღაც მლანძღავდა და ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა. თავიდან, იმდენად შოკში ჩავვარდი, რომ გაუქმებაც მინდოდა. მერე, ნელ-ნელა მოვიგერიე იმით, რომ არავის არ დავუბრუნე ხურდა. ლანძღვაზე არავის ვუპასუხე ლანძღვით. ვესაუბრებოდი, ვუხსნიდი და ადრე მლანძღველებიდან ბევრი დამიმეგობრდა კიდეც.... შეჩვევით ვერასდროს შევეჩვევი, მაგრამ ახლა უკვე იმდენად იშვიათად მესმის ჩემს მიმართ აგრესია, რომ დიდად აღარ მოქმედებს."


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=6946

 

 

 

big_banner
არქივი