logo_geo
ირაკლი კობახიძე: დმანისში სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირება სათანადო და ადეკვატური იყო და ამის შედეგები ყველამ იხილა
- +

18 მაისი. 2021. 12:56

 

„პოლიციის და სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირება სათანადო და ადეკვატური იყო და ამის შედეგები ყველამ იხილა,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისივე თქმით, დმანისში სიტუაციის დეესკალაცია მარტივი არ იყო.

 

„ის, რომ ძალიან რთული პრობლემის და ვითარების დეესკალაცია მოხერხდა ერთი დღის განმავლობაში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამართალდამცველებმა იმოქმედეს სათანადოდ. რთული იყო სიტუაცია, ყოფით ნიადაგზე დაიწყო ეს ყველაფერი და ძალიან გართულდა უცბად ვითარება და არ იყო მარტივი ამ ვითარების დეესკალაცია, თუმცა ერთი დღის განმავლობაში ეს მოხერხდა, რაც რა თქმა, უნდა იყო სამართალდამცავი სტრუქტურების სათანადო მოქმედების დამსახურება.

 

რთული იყო, უამრავი ადამიანი იყო ამაში ჩართული სხვადასხვა მხარეს, აქედან გამომდინარე სირთულე იყო სერიოზული, თუმცა მიუხედავად ამისა დღის ბოლომდე მოგვარდა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, დმანისში ბოლო 2 დღე დაძაბული ვითარება იყო. ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდა.

big_banner
არქივი