logo_geo
გოგი წულაიამ კვლავ შიმშილობა დაიწყო, ის უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზეც
- +

18 მაისი. 2021. 12:57

 

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსი გოგი წულაია მეორე დღეა, რაც პროტესტის ნიშნად ციხის საავადმყოფოში შიმშილობს, ის უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზეც.

 

როგორც  წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, გოგი წულაიას თავი კვლავ, პოლიტიკურ დევნილად მიაჩნია.

 

„გუშინ დაიწყო შიმშილობა, უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზე, ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ პატიმრობის ვადა გაუგრძელა, პატიმრობაზე ვადის გაგრძელების საფუძველი არ არსებობდა. მითითებული იყო, თითქოს დაზარალებულზე მოახდენს ზეწოლასო, მას მიაჩნია, რომ არ იყო სამართლებრივი საფუძველი, კვლავ პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს თავი, აქედან გამომდინარე აცხადებს პროტესტს“, - აღნიშნავს გელბახიანი.

 

მისივე თქმით, გოგი წულაია საქმის პროკურორის და მოსამართლის აცილებას ითხოვდა, რაზეც უარი უთხრეს.

 

ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი