logo_geo
მუზეუმების საერთაშორისო დღე უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში აღინიშნა
- +

18 მაისი. 2021. 13:52

 

 

მუზეუმების საერთაშორისო დღე უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში აღნიშნეს.

 

USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე კახა სიხარულიძესთან, შიდა ქართლის გუბერნატორთან მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ასევე ადგილზე მოინახულეს უკვე განხორციელებული პროექტები.

 

USAID Zrda-ს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში მუზეუმ-ნაკრძალში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლებიც ტურისტების მოზიდვას და კულტურული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

მუზეუმების საერთაშორისო დღე, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ 1977 წლის 18 მაისს დაფუძნდა და ყოველ წელს, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში აღინიშნება.

 

big_banner
არქივი