logo_geo
„19, 20 და 23 მაისი გეომაგნიტური დღეებია, გთხოვთ, მოემზადეთ“ - ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს
- +

18 მაისი. 2021. 18:16

 

„ეს კვირა შემდეგი კვირისგან განსხვავებით კარგია, რადგან შემდეგ კვირაში, 26 მაისს, გვაქვს მთვარის დაბნელება, რომელიც ტრადიციულად რთულია, თუმცა, ეს კვირა ზოდიაქოს, თითქმის ყველა ნიშნისთვის კარგი იქნება“,-  ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

 

მისივე თქმით, 19, 20 და 23 მაისს არის გეომაგნიტური დღეები და საზოგადოებას ურჩევს, იკონტროლონ ჯანმრთელობა და გაიზომონ წნევა.

 

ასევე, როგორც ასტროლოგი ამბობს, კვირას, 23 მაისს, პლანეტა სატურნი ხდება უკან მავალი, ანუ, რეტროგრადული, რომელმაც, შესაძლოა, დაგვაბრუნოს ძველ სამსახურთან, ძველ სულიერ მოძღვრებთან, ძველ პოლიტიკურ კანონებთან.

big_banner
არქივი