logo_geo
წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს ამერიკული ფონდის წარმომადგენელი ესტუმრა
- +

19 მაისი. 2021. 12:36

 

 

მარო მაყაშვილის სახელობის წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს ამერიკული ფონდის - „Silk Road Wines“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აშშ-ის არმიის ვეტერანი იანიკ არაკელოვი ესტუმრა. ამერიკელმა ვეტერანმა ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ იანიკ არაკელოვმა სარეაბილიტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო. აშშ-ის არმიის ვეტერანმა ქართველ სამხედროებს ამერიკული ფონდის ქართულ მხარესთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო სექტემბერში ფლორიდაში დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელსაც ფლორიდაში მოქმედი კომპანია „Silk Road Wines“ 11 სექტემბერს გამართავს. ღონისძიებას „დაჭრილ მებრძოლთა თამაშებში“ მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და მათი თანმხლები პირები დაესწრებიან. ღონისძიებაზე გაიმართება აუქციონი, შემოსული თანხა კი, „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდში" გადაირიცხება და ქართველი სამხედროების საჭიროებების მოგვარებას მოხმარდება.

 

 

big_banner
არქივი