logo_geo
გიგა ბათიაშვილი: ვარაზის ხევის აღმართზე ქვაფენილის ასფალტის საფარით შეცვლა კარგ შედეგს არ მოიტანს
- +

22 აპრილი. 2017. 12:12



არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი დაუშვებლად მიიჩნევს, ვარაზის ხევის აღმართზე ქვაფენილის ასფალტის საფარით შეცვლას და აცხადებს, რომ ზამთარში მძღოლებისთვის ეს მონაკვეთი სერიოზული საფრთხის შემცველი იქნება.


როგორც „სითი კვირას" გიგა ბათიაშვილმა განუცხადა, ამ ტერიტორიაზე ასფალტის საფარის დაგება მძღოლებს ზამთარში პრობლემებს შეუქმნის და ვარაზის ხევის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც ქვაფენილის აყრას მოითხოვენ, მიმართავს თხოვნით, დაფიქრდნენ იმაზე, რომ სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმაურის მოსმენა.


მივმართავ მოსახლეობას თხოვნით. დარწმუნებული ვარ, მათაც მოუწევთ ავტომობილებით ვარაზის ხევის აღმართზე გავლა. ზამთარში ამ აღმართზე და დაღმართზე ავტოსაგზაო შემთხვევები მოხდება. ლიპყინულზე ავტომობილი ვერ ამუხრუჭებს, დაღმართზე - მითუმეტეს. აღმართზე ვერ ადის და დაღმართზე ვერ ჩადის. მესმის, რომ ხმა აწუხებთ, მაგრამ სიცოცხლე უფრო ძვირფასია", - განაცხადა ბათიაშვილმა.


​აღსანიშნავია, რომ ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია სახელწოდებით - „დავიხრჩვით!" 26 მარტს გაიმართა. თბილისის რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლები დედაქალაქის მერიას მიმართავენ, ვარაზისხევში არსებული ქვაფენილი ასფალტის საფარით შეიცვალოს. ადგილობრივები დიდი რაოდენობით მტვერს და ხმაურს უჩივიან. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი განმარტავს, რომ დედაქალაქის მთავრობას ოფიციალური განცხადებით მიმართეს, რეაგირებას კი დღემდე ელოდებიან. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები სამომავლოდ, გზის გადაკეტვით იმუქრებიან.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი