logo_geo
საქართველოში 26 აპრილიდან გამოიდარებს
- +

22 აპრილი. 2017. 23:32


 


სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რეგიონში ნალექსა და ძლიერ ქარს ვარაუდობენ. მათი ცნობით, ზღვაში მოსალოდნელია შტორმი, თუმცა ზღვისპირა ქალაქებს საფრთხე არ დაემუქრებათ.


როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ხვალ, 23 აპრილს დასავლეთ საქართველოში დღის დასაწყისში გამოიდარებს, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთის ქარი გაძლიერდება. დაბლობში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი.


უამინდობა იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც. აქაც დაიკლებს ტემპერატურა და იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. არამდგრადი ამინდი 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, 26 აპრილიდან კი გამოიდარებს.


 

big_banner
არქივი