logo_geo
ილია მეორე: კვირაცხოვლობის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს
- +

23 აპრილი. 2017. 14:22



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ეკლესიაში შეკრებილ მრევლს კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც თანასწორია აღდგომისა და ასევე დღევანდელ დღეს ეწოდება თომას კვირიაკე.

 

„დიდება და მადლობა უფალს, რომ გვაძლევს ჩვენ იმედს ცხოვრებისას, იმედს მომავალი არსებობისას. კვირაცხოვლობის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს", - ბრძანა ილია მეორემ.


საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა.








 

big_banner
არქივი