logo_geo
Pfizer-ი ვაქცინის 12 წლამდე ასაკის ბავშვების უფრო დიდ ჯგუფში გამოცდას იწყებს
- +

9 ივნისი. 2021. 14:30

 

 

ამერიკულმა კონცერნმა Pfizer-მა განაცხადა, რომ COVID-19-ის ვაქცინის 12 წლამდე ასაკის ბავშვების უფრო დიდ ჯგუფში გამოცდას იწყებს.

 

კვლევაში მონაწილეობას 4 500-მდე ბავშვი მიიღებს და იგი აშშ-ში, ფინეთში, პოლონეთსა და ესპანეთში ჩატარდება.

 

კვლევის პირველ ორდოზიან ფაზაში მიღებული უსაფრთხოების, ამტანობისა და იმუნური რეაქციის მონაცემების საფუძველზე, Pfizer-ი ვაქცინის 10 მიკროგრამის დოზას 5-დან 11 წლამდე, ხოლო 3 მიკროგრამის დოზას 6 თვიდან 5 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შეამოწმებს.

 

Pfizer-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების შედეგებს სექტემბრისთვის ელოდება და სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ვაქცინის აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ავტორიზაციას მოითხოვს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი