logo_geo
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ხვალ რამდენიმე ქუჩასა და დასახლებას წყალმომარაგება შეეზღუდება
- +

9 ივნისი. 2021. 15:56

 

 

„ხვალ, 10 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე გადაუდებელ სამუშაოებს განახორციელებს,“ - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

 

„ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად რთული ტექნიკური და შედუღებითი სამუშაოები კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ ხვალ, 10 ივნისს ჩატარდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 10 ივნისს, 11:00 საათიდან 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - დიღმის მასივის II-V კვარტლებს, ლუბლიანას, ბელიაშვილის, ახმეტელის, რობაქიძის, პაიჭაძის, მიქელაძის, ონიანის, ბოხუას, ჩაჩავასა და მიმდებარე ქუჩებს;

 

წინამძღვრიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების ნაწილს, აღმაშენებლის, თამარ მეფისა და წერეთლის გამზირის ნაწილს, ცაბაძის, ფიფიების, გორის, ქურდიანის, ყიფიანის, პასტერის, აგლაძის, ხოშარაულის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის ქუთაისის, გაფრინდაულის, სამტრედიის, ფოთის, კერესელიძის და მიმდებარე ქუჩებს.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - აცხადებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.

 

 

big_banner
არქივი