logo_geo
სოფელ დოესთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
- +

11 ივნისი. 2021. 20:14

 

 

გორი-კასპის მეორეხარისხოვან საავტომობილო გზაზე, სოფელ დოესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ოთხი ადამიანი დაშავდა.

 

მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 

კლინიკა ,,გორმედის“ ექიმის, სანდრო ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით, ,,გორმედში“ ავარიის შედეგად დაშავებული ორი პირია შეყვანილი. ორივე მათგანს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური კვლევები და პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. ექიმის განცხადებით, არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ თვითმხილველებმა განაცხადეს, ავტომობილში მყოფი პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი