logo_geo
ვარლამ გოლეთიანი: უნდა დაკმაყოფილდეს ის მინიმალური პირობა, რომ საუბარი შევძლოთ და დიალოგისთვის მშვიდობიანი სივრცე შეიქმნას
- +

12 ივნისი. 2021. 11:27

 

„ეს პირობაც არ არის, ესაა ლოგიკური კანონზომიერება, რომ დაკმაყოფილდეს ის მინიმალური პირობა, რომ საუბარი შევძლოთ და დიალოგისთვის მშვიდობიანი სივრცე შეიქმნას“, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

 

„ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისში პრემიერის წარმომადგენლებთან გაიმართა, იქაც გვქონდა იგივე პირობები, რომ შეწყვეტილიყო სამუშაო პროცესი და გასულიყვნენ საპოლიციო ძალები ხეობიდან. შემდეგ, როცა პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლობა ჩაერთო, ვიცით, რომ იმავე პირობები ჰქონდათ მათაც.

 

ეს პირობაც არ არის, ესაა ლოგიკური კანონზომიერება, რომ დაკმაყოფილდეს ის მინიმალური პირობა, რომ საუბარი შევძლოთ და დიალოგისთვის მშვიდობიანი სივრცე შეიქმნას“, - განაცხადა გოლეთიანმა.

 

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს. მთავრობის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკების შედეგად მიიღება ჰიდროელექტროსადგურის ისეთი პროექტი, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს.

big_banner
არქივი