logo_geo
ირაკლი კობახიძე: არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო - ასეთი არის კახი კალაძე
- +

14 ივნისი. 2021. 23:32

 

 

„კახა კალაძე არის საუკეთესო მერი და ეს ძალიან კარგად ჩანს, მათ შორის იმ ანგარიშებში, რომელსაც ის წარადგენს“, - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო. ასეთი არის კახი კალაძე.

ჩვენ პრაქტიკულად ტანდემში ვმუშაობდით 2 კაცი, 2014 წლის ბოლოს, როცა მე გავხდი აღმსარულებელი მდივანი, 2 წელი ერთად ვმუშაობდით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შემდეგ გაგრძელდა ეს ერთობლივი სამუშაო პროცესი. მუდმივად ამ რეჟიმში ვმუშაობთ და მე ერთი ფაქტიც არ მახსენდება იმის, რომ ჩვენ სხვადასხვა პოზიცია გვქონოდეს გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ერთი მარტივი მიზეზის გამო: კახი კალაძე ყოველთვის საქმიდან გამომდინარე და ქვეყნის და გუნდის ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს და დგამს ნაბიჯებს. ეს არის 7-წლიანი გამოცდილება, რომელიც სრული სიმყარის გარანტიას იძლევა, როდესაც ადამიანს აფასებ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი