logo_geo
ივანე ჩხაიძე: ეჭვი არ გვეპარება, რომ ქვეყანაში ვაქცინების დიდი არჩევანი იქნება - მნიშვნელოვანია მოსახლეობის მზაობა იმუნიზაციისთვის
- +

15 ივნისი. 2021. 11:39

 

ამ დროისთვის, საქართველოში, სულ 206 742 ადამიანია აცრილი. სპეციალისტების განმარტებით, არსებული ვაქცინაციის ტემპი, ზაფხულის სეზონზე, უსაფრთხო ეპიდვითარების შენარჩუნების საფუძველს ჯერ ვერ იძლევა. ივანე ჩხეიძე იმედოვნებს, რომ ივლისიდან, მასობრივი ვაქცინაციის ფონზე, ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდება.

 

„არსებული ტემპი არაა საკმარისი იმისთვის, რომ მივაღწიოთ მიზანს - მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას წლის ბოლომდე. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ქვეყანაში ვაქცინების დიდი რაოდენობა შემოვა და დიდი არჩევანი იქნება, მაგრამ იქნება თუ არა მოსახლეობის მხრიდან ასეთივე მზაობა, ჩაიტაროს ვაქცინაცია, არის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარე“, - ამბობს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე.

 

მოსახლეობის მზაობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეც.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ყოველდღიური ურთიერთობა მოსახლეობასთან. სამწუხაროდ, ვაქცინაციის გარეშე, ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებით“, - ამბობს პაატა იმნაძე.

 

რომელი ვაქცინების რამდენ დამატებით დოზას ელის საქართველო ახლო მომავალში, დეტალურად, ნახეთ ამ ბმულზე.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 355 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 341 103, გარდაიცვალა 5 083 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

 

big_banner
არქივი