logo_geo
ჩეხეთის უნივერსიტეტებში 30 ქართველი სტუდენტი სრული დაფინანსებით ისწავლის
- +

18 ივნისი. 2021. 14:58

 

 

ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიით, ჩეხეთის უნივერსიტეტებში 30 ქართველი სტუდენტი სრული დაფინანსებით ისწავლის.

 

როგორც საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ განაცხადა, ამ რაოდენობით უცხოელი სტუდენტი ჩეხეთში არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს საქართველო ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა.

 

„ჩვენ შევხვდით სტიპენდიანტებს, რომლებიც ავარჩიეთ და დავაჯილდოეთ სტიპენდიით. ეს განსაკუთრებული მომენტია ჩვენთვის, რადგან პირველად გვყავს 30 სტიპენდიანტი. როგორც წესი, მათი რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. შარშან გვყავდა 20, მანამდე კი – ათი. წელს უფრო მეტი ქართველი სტუდენტი მოვიწვიეთ ჩეხეთის უნივერსიტეტებში. დღეს მათ მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ უნდა მიიღონ ჩეხეთის ვიზა და როგორ დაიწყონ სწავლა ჩეხეთში. მინდა ვთქვა, რომ ამ რაოდენობით უცხოელი სტუდენტი ჩეხეთში არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს. საქართველო ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. ვთვლით, რომ უცხოეთში სწავლა მნიშვნელოვანი და ჩეხეთში სწავლის შესაძლებლობით ამ საქმეში პატარა წვლილი შეგვაქვს საქართველოს განვითარებასა და ევროპულ ინტეგრაციაში. ასევე ეს არის კონტრიბუცია, რომელიც ადამიანებს შორის კონტაქტების განვითარებას ემსახურება და ესეც მნიშვნელოვანია მომავალი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

 

ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამა სწავლების შემდეგ ეტაპებს ფარავს: სამაგისტრო პროგრამა ჩეხურ ენაზე და ჩეხურ ენაში მოსამზადებელი ერთწლიანი კურსი, რომელიც პროფესიული განვითარების კურსებთანაა კომბინირებული; სამაგისტრო პროგრამები ინგლისურ ენაზე; სადოქტორო პროგრამები (ძირითადად ინგლისურ ენაზე); სტიპენდია ფარავს ჩეხეთში სწავლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი