logo_geo
როდის გამოიდარებს საქართველოში
- +

24 აპრილი. 2017. 12:46



სინიპტიკოსები საქართველოში გამოდარებას 26 აპრილიდან პროგნოზირებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, 25 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ასევე ქარი 17 -22 მეტრი წამში. ტემპერატურა +7 +12 გრადუსი იქნება.


აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მთაში თოვლი, ქარის სიჩქარე 20 -25 მეტრი წამში იქნება. ტემპერატურა +11 +16 გრადუსია ნავარაუდევი.


თბილისში ხვალ მოსალოდელია უნალექო დღე, ძლიერი ქარი, ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება.


სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 აპრილს საქართველოში გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +18 +23 გრადუსი, აღმოსავლეთში კი, +12 +17 გრადუსი იქნება.


სინოპტიკოსების ინფორმაციით, 26 აპრილიდან თვის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი