logo_geo
აფხაზეთში 20-ზე მეტ სახლზე ღვთისმშობელი გამოისახა
- +

25 აპრილი. 2017. 13:54



ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა მასობრივი სასწაულის თვითმხილველი გახდა. ღვთისმშობლის გამოსახულება ყოველდღიურად უფრო მეტი ადგილობრივის სახლის ფანჯრებზე ჩნდება.


ზოგიერთი ადგილობრივის სახლში მაცხოვრის გამოსახულება გაჩნდა.


„ღვთისმშობელი ადგილსამყოფელს ეძებს",- ასე ხსნიან ადგილობრივი სასულიერო პირები მომხდარ ფაქტს.


მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, მათ სასწაულის სჯერათ, თუმცა შეშინებულები არიან, რადგან ფაქტს ვერაფრით ხსნიან.


ღვთისმშობლის პირველი გამოსახულება აღდგომის დღესასწაულზე გალის რაიონში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკუთარი სახლის ფანჯრებზე აღმოაჩინა.


როგორც თვითმხილველები ამბობენ, დღისით ღვთისმშობლის გამოსახულება სახით ქუჩის მხარეს არის, შებინდებისას კი სახლის შიგნით.


ამ დროისთვის მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულების სულ მცირე 20 ფაქტია დაფიქსირებული.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი