logo_geo
საქართველოს ჰიმნის სამხრეთაფრიკელი შემსრულებელი: იმედია, ქართველებმა იამაყეს
- +

3 ივლისი. 2021. 12:12

 

სამხრეთაფრიკელმა მომღერალმა, მარიჩან ლუიტერსმა, რომელმაც 2 ივლისს, სამხრეთ-აფრიკისა და „ბორჯღალოსნების“ დაპირისპირების დაწყებამდე, საქართველოს ჰიმნი შეასრულა, Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა.

 

„რამდენიმე ფოტო გადავიღე, ვიდრე პირდაპირ ეთერში საქართველოს ჰიმნს, „თავისუფლებას“ ვიმღერებდი. ჩემთვის დიდი პატივი იყო, მივსალმებოდი მოთამაშეებს სამხრეთ აფრიკაში და მათ მშობლიურ ენაზე მემღერა. იმედი მაქვს, ისინი ამაყობდნენ, როცა მათ ჰიმნს ვასრულებდი'', - წერს მომღერალი.

 

 

 

big_banner
არქივი