logo_geo
ჭავჭავაძის გამზირზე შუქნიშნები დროებით გაითიშა
- +

6 ივლისი. 2021. 13:20

 

 

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირსა და რამდენიმე ქუჩაზე შუქნიშნები დროებით გათიშულია.

 

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გათიშვის მიზეზი კომპანია „თელასის“ მიერ გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვაა.

 

შუქნიშნები გამორთულია შემდეგ მიმართულებებზე: ვარაზისხევი, ჭავჭავაძის გამზირი-ნაფარეულის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი-ბაზალეთის ქუჩა, ფალიაშვილი-ერისთავის ქუჩა, ფალიაშვილი-ბაზალეთის ქუჩა, აბაშიძე-არაყიშვილის ქუჩა.

 

აღნიშნულ ქუჩებზე შუქნიშნები „თელასის“ მიერ გეგმიური სამუშაოების დასრულებისთანავე ჩაირთვება.

 

 

big_banner
არქივი