ავტორი დიანა ლიპარტელიანი
მარი ონეზაშვილი: ჟურნალისტები არაჯანსაღი ქართული მედიამენეჯმენტის და დაუფასებელი შრომის მსხვერპლნი არიან...
„ქართულ მედიაში ბვერი რამ არ მომწონს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არ არის ჟურნალსიტების ბრალი, სისტემის და არასწორი მენჯემენტის ბრალია. ჟურნალისტების დაუფასებელი შრომის ბრალია. შესაძლოა, ჟურნალისტი პროფესიონალი იყოს, მაგრამ მისი კონკრეტული მასალები არაპროფესიონალურად იყოს გაკეთებული, რადგან არ აქვს შესაბამისი სამუშაო პირობები და მოტივაცია. იმის გამო, რომ მაგალითად ერთ სტატიაში ძალიან მინიმალურ ჰონორარს იხდიან, ბვერი პროფესიონალი ჟურნალისტი ვერ ამზადებს მას სტანდარტების მიხედვით. ვერ იწერს ყველა მხარეს, რადგან არ აძლევენ არც შესაბამის დროს, არც ფინანსებს და არც მოტივაციას", - ამბობს ჟურნალისტი მარი ონეზაშვილი „ქართულ აზრთან" საუბრისას.
„ამასთან მედიასაშუალებების ხელმძღვანელები ჟურნალისტებს თავზე ახვევენ საკუთარ პოზიციებს და პოლიტიკას. თუ არ იზიარებენ მათ პოლიტიკურ შეხედულებებს, სამსახურიდან უშვებენ. ბევრ ჟურნალისტს ვთვლი მისაბაძად და პროფესიონალად, თუმცა ხშირად ვხედავ, რომ მათაც კი არ ეძლევათ პროფესიონალური მასალის შექმნის შესაძლებობა. ძალიან მწყინს, რომ მოდად იქცა ჟურნალისტების ლანძღვა და კრიტიკა. არადა, მე ხომ ვიცი, მთელი ამ ფასადის მიღმა რა რეალობაა."
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=7150