logo_geo
26 აპრილს დიმიტრი ყიფიანის დაბადების დღეა
- +

26 აპრილი. 2017. 12:26



„მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე".

 

„1814 წლის 26 აპრილს გორის მაზრის სოფელ მერეთში დაბადებულა ღირსეული ქართველი კაცი, უდიდესი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ყიფიანი, რომელიც, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მართლმადიდებლობის განმტკიცებისთვის, რისთვისაც 2007 წელს წმინდანად შერაცხეს. დღეს იგი წმინდა დიმიტრი ყიფიანად მოიხსენიება", - წერს სოციალურ ქსელში თეა ფირცხალავა და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელშეწყობით დაარსდა საჯარო ბიბლიოთეკა, პროფესიული ქართული თეატრი, ეროვნული ჟურნალისტიკა, დაარსდა პირველი ქართული ჟურნალი ცისკარი" და გაკეთდა სხვა მრავალი ქართული საქმე.

 

ახლა რომ ბევრს საუბრსოფლელების" თანამდებობებზე დანიშვნაზე, სწორედ სოფელში დაბადებული დიმიტრი ყიფიანი იყო იმდროინდელი ტფილისის ქალაქისთავი - ანუ ქ. თბილისის მერი და სოფლელობის გამო არავის დაუწუნებია.

 

ქართული საქმის კეთებისა და საქართველოს ღირსების დაცვის გამო დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც მალე, 1887 წელს ვერაგულედ მოკლეს, თავში უროს ჩარტყმით. ამაზე დიდი აკაკი წერდა: ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს".

 

დიმიტრი ყიფიანი დაკრძალულია მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

ჭეშმარიტი ქართველი რაინდებისა და წმინდანების დიდება და არდავიწყება ყოფილიყოს".

 

Description: Image may contain: 1 person

 

 

Description: Image may contain: one or more people

 

 

Description: Image may contain: people standing and outdoor

 

 

 

big_banner
არქივი