logo_geo
რომელ სოფლებზე გაივლის რიკოთის უღელტეხილის 53კმ-იანი გზა
- +

27 აპრილი. 2017. 02:21



ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, ახალი, 53 კმ სიგრძის გზის მშენებლობა​ მიმდინარეობს.


ამ დროისათვის 11კმ-იან მონაკვეთზე უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები (ჩუმათელეთი-ხევი), იწყება 42-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება (ხევი-არგვეთა).


პროექტი ოთხზოლიანი გზის, ახალი ხიდების, გვირაბების მშენებლობას ითვალისწინებს. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამდეროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ამ მონაკვეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებასა და მგზავრობის დროის შემცირებას.


 

 

 


 

big_banner
არქივი