logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: მოსახლეობის დამყოლობა ვაქცინაციის პროცესში საკმაოდ მაღალია
- +

6 აგვისტო. 2021. 12:45

 

 

„მოსახლეობის დამყოლობა ვაქცინაციის პროცესში საკმაოდ მაღალია“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, დინამიკა არის დადებითი და იმედია, მოქალაქეები კიდევ უფრო გააქტიურდებიან.

 

„მოსახლეობის დამყოლობა ვაქცინაციის პროცესში საკმაოდ მაღალია. ჩვენ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 19 000-ს გადავაჭარბეთ ვაქცინაციის პროცესში. დინამიკა არის დადებითი და მე დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები კიდევ უფრო გააქტიურდებიან ამ პროცესში ჩასართავად“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

big_banner
არქივი