logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: აუცილებელია, რაც შეიძლება უსაფრთხო იყოს საარჩევნო გარემო, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს
- +

10 აგვისტო. 2021. 14:04

 

 

„აუცილებელია, რაც შეიძლება უსაფრთხო იყოს საარჩევნო გარემო და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„პანდემიის პირობებმა ცხოვრების ყველა სფეროზე იქონია გავლენა. ყველაფერზე, ნებისმიერი უფლების განხორციელებაზე და ადამიანის თავისუფლებაზე, ეს საზოგადოდ პრობლემატურია. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით, არ არის გამონაკლისი არც საარჩევნო სფერო. აუცილებელია, რაც შეიძლება უსაფრთხო იყოს გარემო და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი პანდემიის გავრცელების ყოველგვარი რისკი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

მისივე თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრები სულ სხვა ფორმატით იმართება.

 

„გახშირდა ონლაინ პლატფორმების და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება კომუნიკაციის ფორმებისთვის, წერილობითი ფორმები და ა.შ. ეს გასათვალისწინებელია. ჩვენ ვერ შევაჩერებთ ყველა პროცესს, რაც უკავშირდება ყოველდღიური საჭიროების, სავალდებულო პროცესების წარმართვას. მაგრამ რა თქმა უნდა, როცა პანდემიაა და ეს მდგომარეობა კორექტივებს შეიტანს ფორმატებში, დაგეგმვებში, განხორციელების ფორმებში, ეს არის უდავო. მათ შორის გამონაკლისი ვერ იქნება ვერც საარჩევნო პროცესის წარმართვა და სხვა ყველფერი, რაც უკავშირდება არჩევნებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

big_banner
არქივი