logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდა გრძელვადიანი უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი
- +

14 აგვისტო. 2021. 13:11

 

 

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდა, დასადგურდა გრძელვადიანი უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის დაცვაზე, არის სწორედ მმართველი გუნდი.

 

„არჩევნებს რაც შეეხება - ძალიან მნიშვნელოვანია მოახლოებული არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. ისევე, როგორ ჩვენ, თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, ძვირფასო გურჯაანელებო, გავიმარჯვეთ შვიდ არჩევნებში, გავიმარჯვებთ მერვე არჩევნებშიც და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვაზე, არის სწორედ ჩვენი ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდა, დასადგურდა გრძელვადიანი უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. ხალხს ესაჭიროება მშვიდობა და სტაბილურობა. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სტაბილურობის განცდა, რომ დაგეგმოს უკეთესი მომავალი. ამ უკეთესი მომავლის დაგეგმვისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი საქმით დავამტკიცებთ, რომ გავაგრძელებთ ქვეყნის აღმშენებლობას და ჩვენი ხალხის დაცვას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი