logo_geo
მაია მიქაია: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დამსაქმებლებს რეკომენდაციების შესრულებისკენ
- +

16 აგვისტო. 2021. 18:18

 

 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დამსაქმებლებს რეკომენდაციების შესრულებისკენ“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში შრომის ინსპექციის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობს დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა. მაია მიქაიას თქმით, დამსაქმებლების ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი შეხვედრა და პროექტი ხორციელდება.

 

„აქვე უნდა აღინიშნოს პროექტი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო შრომის ინსპექციასა და განათლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და რომელიც ემსახურება პრევენციას - ეს არის შრომის უსაფრთხოების დესპანის პროექტი, რომელშიც ჩართულები არიან მოხალისე-სტუდენტები. ისინი ადგილზე, დამატებით აძლევენ დამსაქმებლებს შესაბამის რეკომენდაციებს მათი ცნობიერების ასამაღლებლად“, - განაცხადა მიქაიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი